შოთა რუსთაველის ბიუსტი ისევ უნივერსიტეტის ეზოშია

სურათი

1938 წლის 7 თებერვალს ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა და უნივერსიტეტის ეზოში იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა. გაურკვეველი გარემოებების გამო, XX  საუკუნის 90-იან წლებში ძეგლი ბათუმის ერთერთ საჯარო სკოლას გადაეცა. მიმდინარე წლის ნოემბერში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს დახმარებით ბიუსტი ისევ უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ძეგლს რესტავრაცია მოქანდაკე დავით ბოლქვაძემ ჩაუტარა.  


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა