საერთაშორისო კვირეული ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, პროფესორმა ნათია წიკლაშვილმა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან სვანიძემ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის ERASMUS+-ის ფარგლებში ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (იენა, გერმანია) გამართულ საერთაშორისო ერთკვირიან ტრენინგში. საქართველოსა და ევროპის 15-მდე უნივერსიტეტის წარმომადგენლები  გაცვლითი პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროცედურებს გაეცნენ.  განიხილეს კანდიდატთა შერჩევის პროცედურის ხარისხის უზრუნველყოფა, კრედიტებისა და ქულების აღიარების პროცედურა და მობილობის ფინანსური  მხარე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა