
6 დეკემბერს, 14:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 234-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „ქართული ენა და სოფლები თანამედროვე თურქეთში“. ლექცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის („ტაო“- ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა) ფარგლებში ტარდება და წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო მივლინებების დროს შეკრებილი მრავალი ახალი მასალა, ქართული ენის გეოგრაფია თურქეთში, ქართველთა თვითშემეცნების საკითხები...
უკან |