სტაჟირების შედეგების წარდგენა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტაჟიორები სტუდენტების პრაქტიკული გამოცდილების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. აგრარული მიმართულების ათმა სტუდენტმა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის სასათბურე, სადედე და სადემონსტრაციო მეურნეობებში 6-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარა. ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი გიზო ფარცხალაძე, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სტუდენტები სტაჟირების ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, აგროტექნიკური ღონისძიებების, მეურნეობის მართვის ორგანიზაციულ სამეურნეო მეთოდებს გაეცნენ. ახალგაზრდები ასევე მონაწილეობდნენ აგროტურში, შეისწავლეს ჯიღაურასა და წილკანის სადემონასტრაციო მეურნეობა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მარნეულისა და ბოლნისის თანამედროვე კაპიტალური ტიპის სათბურების მუშაობის სპეციფიკა და ჩინური სათბურების ტექნოლოგიური სიახლეები.

სტუდენტებმა აგროტურის ფარგლებში მოინახულეს იმერეთში მოქმედი მეღვინეობასა და სასაწყობო მეურნეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ხოლო დმანისის მუნიციპალიტეტში კენკროვანი კულტურების (ჟოლო და მაყვალი) მოვლა მოყვანისთანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. სტაჟიორებმა დაათვალიერეს პროექტ "აწარმოესაქართველოს" ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების, რომლებიც ბოსტნეული კულტურებისა და ხილისგადამუშავებას ახდენენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა