საიუბილეო საღამო „ლადო ასათიანი და მისი მეგობრები“

სურათი

ლადო ასათიანისა და ნელი დუმბაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა  საღამო „ლადო ასათიანი და მისი მეგობრები“. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გაიხსენეს ლადო ასათიანისა და ნელი დუმბაძის მეგობრობის ისტორია.

ახალგაზრდებმა საიუბილეო საღამოზე წაიკითხეს ლადო ასათიანისა და ნელი დუმბაძის წერილები, ლექსები, შეასრულეს პოეტის ლექსებზე შექმნილი სიმღერები და დადგეს სცენა დავით კლდიაშვილის პიესიდან „დარისპანის გასაჭირი“.
სტუდენტებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციით გააცოცხლეს გასულის საუკუნის 40-იანი წლების ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის ლიტერატურული ცხოვრება.

საიუბილეო საღამო ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა