ბსუ-ს სტუდენტების წარმატება დებატების რესპუბლიკურ ტურნირში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი სალომე მელაძე დებატების რესპუბლიკური ტურნირის ტოპ სპიკერი გახდა, ხოლო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი თეონა მოსიძე საუკეთესო სპიკერების ათეულშია. საუკეთესო და აქტიური მოდებატის სერტიფიკატები გადაეცა ასევე ბსუ-ს10 სტუდენტს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში გაწევრიანებული უნივერსიტეტების სტუდენტების მონაწილეობით გამართულ რესპუბლიკური ტურნირის ფინალურ შეხვედრას დაესწრო და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტი "დებატების ახალგაზრდული კლუბები" კონსტიტუციაზე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც "საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა" განახორციელა. მასში გაწევრიანებული არიან საქართველოს 4 უნივერსიტეტის სტუდენტები. საქართველოს პრეზიდენტმა დებატების მონაწილეებს მიმართა და სახელმწიფოს განვითარების საქმეში დებატების, კონსტიტუციისა და დემოკრატიის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა