სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს  სტამბოლის ჯანდაცვის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტები განსაზღვრეს და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ერთმანეთისთვის" ხელმძღვანელი სოფო ბაკურიძე ესწრებოდნენ. 

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართვას, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ვიზიტებს, საგრანტო პროექტების მოძიებას, ერთობლივი ლექციების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მედიცინა, სტომატოლოგია და მოკლევადიანი გაცვლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა