ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება. სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის გაიმართება ტრენინგები, სემინარები, საჯარო ლექციები და სხვა შემეცნებითი ღონისძიებები. ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლის მოსწავლეები საბუნებისმეტყველო მიმართულებით საგნების სწავლებისას ისარგებლებენ უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ლაბორატორიებით.
უკან |