პრაქტიკოსი აგრონომის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID/REAP-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული პრაქტიკოსი აგრონომის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის დახურვის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ტომას მორისი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს შეხვდა, გაეცნო უნივერისტეტის სასწავლო პროგრამებს და  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით უნივერსიტეტში გახსნილი ლაბორატორიები და კლინიკები დაათვალიერა.

პრაქტიკოსი აგრონომის გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის დახურვის ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ტომას მორისმა პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

USAID/REAP-ის პროექტმა, რეგიონულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით წარმატებით განახორციელა გრძელვადიანი სასწავლო პროგრამა პრაქტიკოსი აგრონომებისთვის, რომელშიც ქვეყნის 11 რეგიონი იყო ჩართული.  პროგრამა შედგებოდა ორი ფაზისგან,  აგრონომიის საფუძვლების თეორიული კურსი და პრაქტიკული მეცადინეობები, სადაც ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონისთვის დამახასიათებელ სასოფლო-სამეურენო კულტურებზე, რაც ფერმერებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. პროგრამა ითვალისწინებდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესწავლას, როგორიცაა: ნიადაგურ-კლიმატური პირობები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების თესლბრუნვის საფუძვლები, ნიადაგის დამუშავების არსებული და თანამედროვე ტექნოლოგიები, ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის საფუძვლები, რეგიონისთვის დამახასიათებელი და პერსპექტიული სასოფლო-სამეურნეო კულტურები. ასევე, წარმოდგენილი იყო  ნიადაგის ტენიანობის მართვის საკითხი, სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების შესაძლებლობები ღია და დახურულ გრუნტზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფინანსური ანალიზის საფუძვლები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა