განათლების საერთაშორისო ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნგრული და ფრანგული სასტიპენდიო პროგრამები გააცნეს. შეხვედრას საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში ტერი ბურტე და  უნგრეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანიკო ფარკაში ესწრებოდნენ.

სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის “Stipendium Hungaricum“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

ასევე,  შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასტიპენდიო პროგრამას „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“, რომელიც გულისხმობს ქართველი სტუდენტების დაფინანსებას ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე. პროგრამა ხორციელდება თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგებში, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორისაა გაფორმებული.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებში ტერი ბურტე კვლევითი ინსტიტუტის დირექტორებს შეხვდა, სადაც  ერთობლივი გაცვლითი პროგრამების ამოქმედება დაიგეგმა.

სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობის სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ ეწვიონ შემდეგ ბმულებს:

http://iec.gov.ge/4312

http://iec.gov.ge/4314


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა