,,პროფესორები მოსწავლეებისთვის“ - ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კამპანია დაიწყო. ბსუ-ს პროფესორები ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს პოპულარული ხასიათის ლექციებს წაუკითხავენ შემდეგ აქტუალურ საკითხებზე: საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე, კონსტიტუცია და დემოკრატიული მმართველობა, ბულინგის გამომწვევი მიზეზები, თაობები და ღირებულებები, ჯანსაღი ცხოვრების წესი, კრიტიკული აზროვნება და სხვ. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება
უკან |