დავით სერგეენკოს ვიზიტი

სურათი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა.  მინისტრმა მედიკოსებს დაგეგმილი პროექტები გააცნო და  სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაზე, მოქალაქის პორტალზე, ვაქცინაციაზე, წითელას ეპიდზედამხევდელობის გაუმჯობესებაზე, C ჰეპატიტის სკრინიგის, მკურნალობის გაფართოებაზე ისაუბრა. ღონისძიების ფარგლებში დავით სერგეენკომ ბსუ-ს იმუნოგენეტიკის ლაბორატორია დაათვალიერა და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები განსაზღვრა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოგენეტიკის ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე მოლეკულ-გენეტიკური კვლევებისათვის საჭირო აპარატურით. ლაბორატორიის ძირითად კვლევითი მიმართულებაა: ერითროციტური ანტიგენების სკრინინგის თავისებურებანი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა