„ქართულ–აფხაზური საგას“ 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში „ქართულ–აფხაზური საგას“ 10 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ა.რ. მთავრობის წევრები, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, აჭარაში მცხოვრები აფხაზები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოს მონაწილეებმა ქართულ-აფხაზური ურთიერთობები შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ბსუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში აფხაზური ენის სასწავლო კურსი ამოქმედდება. 

ღონისძიება ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია სოროპტიმისტ ინტერნაციონალის კლუბ „ბათუმის“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონალური ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა