ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებათა კვლევის შედეგებისა და სტუდენტური ესეების კონკურსის წარდგენა

სურათი

ორგანიზაციის „ინიციატივა სოციალური ცვლილებებისთვის“ (ISC) წარმომადგენელებმა თამარ ივანიაძემ და ნინო ქობალიამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებათა კვლევის შედეგები გააცნეს და სტუდენტური ესეების კონკურსი წარუდგინეს. კონკურსი  პროექტის - „საინფორმაციო კამპანია ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის გასაძლიერებლად“ ფარგლებში  საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხარდაჭერით ცხადდება. პროექტი მიზნად ისახავს  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის, ტრეფიკინგის საკითხებზე და დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საფეხურის სტუდენტს, დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდს: http://jobs.ge/164841/.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა