სამთავრობო ელექტრონული პეტიციების პორტალის პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის წარმომადგენლებმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამთავრობო ელექტრონული პეტიციების პორტალი (ichange.gov.ge) წარუდგინეს. ichange.gov.ge მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით ახორციელებს. პორტალის დახმარებით საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს შეუძლია პეტიციის საშუალებით საქართველოს მთავრობის ყურადღება გაამახვილოს მისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და მოახდინოს რეაგირება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა