თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღასთან“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს  საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯის პროფესიული პროგრამის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას გაივლიან ბსუ-ს ფიტოპათოლოოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ბაზაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა