ბათუმის პირველი სეპარაციის სტენდი გაიხსნა

სურათი

ბათუმის პირველი სეპარაციის სტენდის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიება USAID-ისა და CENN–ის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ პროგრამის მეორე ფაზის – WMTR II – ფარგლებში გაიმართა. პროგრამა მხარს უჭერს ქვეყნის ნარჩენების მართვის სექტორის მოდერნიზებას, მდგრად განვითარებასა და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას. პროექტი ასევე უზრუნველყოფს ნარჩენების ისეთ მართვას, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს ნარჩენების მიერ ადამიანის ჯანმრთელობასა და ბუნებრივ რესურსებზე მიყენებულ ზიანს. 

USAID-ისა და CENN–ის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოეწყო  თავისუფალი სივრცე „მწვანე ოთახი“, შეიქმნა BSU Eco Club-ი, სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში „ეფექტიანი ცვლილებების სესიები“, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს ჩაუტარდათ სემინარები და ტრენინგები ნარჩენების მართვის თემაზე. სემინარების შემდეგ, სტუდენტებმა სამუშაო ჯგუფებში მენტორების დახმარებით შეიმუშავეს კონკრეტული პროექტები ნარჩენების მართვის საკითხებზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა