უნივერსიტეტს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში ჟან-ივ ლავუარი ეწვია

სურათი

ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში ჟან-ივ ლავუარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ხალვაშს,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს მარინე გიორგაძესა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა  ბსუ-ს გაწევრიანებას ფრანკოფონიის საერთაშორისო საუნივერსიტეტო სააგენტოში (AUF-Agence universitaire de la Francophonie) და საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრაზე დაიგეგმა რუანისა და რენის უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა