„მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“

სურათი

პროექტის ,,მე მიყვარს ქართული – ჩემი სახელმწიფო ენა“ და ქართული ენის კვირეულის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (პროგრამა 1+4) სტუდენტებისათვის  ჩატარდა კარნახით წერა ქართულ ენაში. ღონისძიება ერთდროულად საქართველოს ათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართა და პროექტის მონაწილე არაქართულენოვანმა სტუდენტებმა ქართული ენის ცოდნის დონე შეამოწმეს. ახალგაზრდები  ასევე აქტიურად ჩაერთნენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სხვადასხვა ღონისძიებაში და გამოხატეს პატივისცემა ქართულის, როგორც სახელმწიფო ენისადმი. 10 საუკეთესო ნაშრომის ავტორს ჟიური გამოავლენს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა