„იზრუნე გარემოზე უკეთესი მომავლისათვის“

სურათი

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „იზრუნე გარემოზე უკეთესი მომავლისათვის“. პარლამენტარმა ახალგაზრდებს  დარგის აქტუალურ საკითხებთან ერთად პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და მისია გააცნო. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გარემოს დაცვის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით საპარლამენტო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა