საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები და პროცესები

სურათი

არასამთავრობო ორგანიზაციის „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ (SovLab)  წარმომადგენელმა დავით ჯიშკარიანმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა საბჭოთა ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპების და პროცესების შესახებ. მომხსენებელმა ახალგაზრდებს ღონისძიების ფარგლებში SovLab-ისა და   სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ერთობლივი პროექტი წარუდგინა და მასში მონაწილეობა შესთავაზა. პროექტი მიზნად ისახავს „ტერორის ტოპოგრაფიის” ტურის შექმნას ბათუმსა და ქუთაისში. საგანმანათლებლო, საფეხმავლო ტურების საშუალებით მსმენელები მოისმენენ დაფარულ ისტორიებს და გააცოცხლებენ მეოცე საუკუნის ქალაქის ყოფის თავისებურებებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა