ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტემპუსის პროექტი MathGeA-ი მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაციის საკითხებზე

სურათი

ბსუ-ს მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები ტემპუსის პროექტის MathGeAr (543868-TEMPUS-1-2013-1-DE-TEMPUS-JPCR) ფარგლებში მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაციის საკითხებზე მუშაობენ. მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტის - „სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტების  საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების მათემატიკის კურსების მოდერნიზაცია თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების  შესაბამისად“ ეგიდით გამართულ თბილისის, ერევნის, ლიონის, საარბრიუკენის და ტამპერეს კონფერენციებში. უნივერსიტეტის პროფესორებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად, განიხილეს თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების  შესაბამისად საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობების საგანმანათლებლო პროგრამების მათემატიკის კურსების მოდერნიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. (იხ. www.mathgear.eu)

MathGeAr-ის მიზანია სამხრეთ კავკასიის უნივერსიტეტებში საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მათემატიკის კურიკულუმების მოდერნიზაცია. პროექტი ზაარლანდის უნივერსიტეტის კოორდინირებით ხორციელდება და მასში ჩართულია საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ფინეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.

პროექტში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობენ: მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორი ვლადიმერ ბალაძე (პროექტის მენეჯერი), ასოცირებული პროფესორები  ანზორ ბერიძე, ლელა თურმანიძე, დალი მახარაძე და ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი თამარ სირაძე.

პროექტის  პარტნიორი დაწესებულებები საქართველოში:

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია გრენა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა