ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის VI საერთაშორისო კონფერენცია

სურათი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის VI საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხუთი დღის განმავლობაში 100-მდე ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი მოხსენებებს წარმოადგენს თანამედროვე მათემატიკის აქტუალურ საკითხებსა და ბოლო პერიოდში წარმოებული სამეცნიერო კვლევის შედეგებზე. სესია თერთმეტ სექციად იმუშავებს და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: ალგებრა, ტოპოლოგია, გეომეტრია და რიცხვთა თეორია, გამოყენებითი ლოგიკა და პროგრამირება, დიფერენციალური განტოლებები და მათი გამოყენებები, ბუნებრივი ენების ლოგიკა და გამოთვლითი ლინგვისტიკა, მათემატიკური განათლება და ისტორია, მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი, მათემატიკური ანალიზისა და დიფერენციალური განტოლებების ამოხსნის რიცხვითი მეთოდები, ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, თეორიული ფიზიკა და ვარიაციული მეთოდები და გამოყენებები. კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის ორგანიზებით იმართება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა