ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ტემპუსის პროექტ MathGear-ის პრეზენტაცია

სურათი

საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ტემპუსის პროექტ MathGear-ის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას პროექტის მონაწილეებთან ერთად,  საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი პროფ. როლანდ დუდუჩავა, პროფ. ომარ ძაგნიძე, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ვახტანგ კვარაცხელია, პროფ. კონსტანტინე ფხაკაძე, პროფ. გურამ გოგიშვილი,  პროფ. ონისე სურმანიძე ესწრებოდნენ.  პროექტის მონაწილეებმა: პროფ. ვ. ბალაძემ, დ. მახარაძემ,  ა. ბერიძემ, ლ. თურმანიძემ  პროექტის მიზნებზე და ამოცანებზე ისაუბრეს. ასევე იმსჯელეს სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად  საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე მათემატიკის კურსების სილაბუსების და სწავლების მეთოდების მოდერნიზაციაზე. წარდგინების  მონაწილეები გაეცნენ მოდერნიზებულ სილაბუსებს, რომლებიც მათემატიკის კლასიკურ დარგებთან ერთად, მოიცავს დისკრეტული მათემატიკის საფუძვლებს. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა