ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

„ელექტრომაგნეტიზმის მოწინავე გამოყენება (ICEAA)“

სურათი

ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების ფარგლებში ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ  მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ელექტრომაგნეტიზმის მოწინავე გამოყენება (ICEAA)“.  ხუთდღიანი სამეცნიერო კონფერენცი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 348 მომხსენებელის ნაშრომი იყო წარდგენილი. პროფესორმა ნუგზარ ღომიძემ  ელექტრომაგნიტური თეორიის სექციაში წაიკითხა მოხსენება თემაზე:  „დაჯახებად იონოსფერულ ტრასაზე რადიო იმპულსის სივრცე–სიხშირული ევოლუცია“. კონფერენცია ICEAA -  IEEE-APWC -ის ორგანიზებით ტურინის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონიკის დეპარტამენტის ბაზაზე ჩატარდა.

კონფერენციაზე წარდგენილი თემა გამოკვლეული იყო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების პროექტის ფარგლებში დაფინანსებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის „გარემოს რადიო სპექტრალური დიაგნოსტიკა სიგნალისა და გარემოს დისპერსიულ მახასიათებლებს შორის კორელაციური ურთიერთკავშირის საფუძველზე“ (საგრანტო ხელშეკრულების ნომერი №31/33, სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე) ფარგლებში. კვლევაში მონაწილეობდნენ პროფესორი ნუგზარ ღომიძე, ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე, დოქტორანტები მირანდა ხაჯიშვილი და კახა მახარაძე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა