ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

რადიო ფიზიკის ლაბორატორია თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა

სურათი
ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რადიო ფიზიკის ლაბორატორია თანამედროვე აპარატურით აღიჭურვა. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის „ოპტიკურად მკვრივი, შემთხვევითი ფაზური ეკრანის ფლუორესცენციის მახასიათებლების რაოდენობრივი და გაბნეული ლაზერული გამოსხივების ინტენსივობის კორელაციური ფუნქციის სტატისტიკური მომენტების სპექტრალური ანალიზი“ (#FR/152/9-240/14, სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფ. ნუგზარ ღომიძე) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ლაბორატორიისათვის შეძენილია 40000$ ღირებულების ნაპერწკლურ ლაზერულ სპექტროსკოპიული და ფლუორესცენციული აპარატურა. ლაბორატორიული კომპლექსი უზრუნველყოფს მყარი, თხევადი ნივთიერებების ექსპრესულ და ეფექტურ ანალიზს. აპარატურა ასევე განკუთვნილია საგრანტო პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანების  განხორციელებისათვის. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა