ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაკულტეტის ღვაწლმოსილი პროფესორ-მასწავლებლების იუბილე აღინიშნა

სურათი

ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიუბილეო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე ღვაწლმოსილ კოლეგებს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა და ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულადი ფარტენაძემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. 2015 წელს პროფესორ ჟუჟუნა დიასამიძეს 70 წელი შეუსრულდა, ასოცირებულ პროფესორ თენგიზ ხინიკაძეს - 65 წელი, ასოცირებულ  პროფესორ ციცინო სარაჯიშვილს - 60 წელი, პროფესორ ომარ ნაკაშიძეს - 60 წელი, ფაკულტეტის მოწვეულ პედაგოგებს ზურაბ შაშიკაძეს 65 წელი და ხესპი ღომიძეს - 70 წელი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა