ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საჯარო ლექციების ციკლში მონაწილეთა დაჯილდოება

სურათი

ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ინგა შამილიშვილმა, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, გულადი ფარტენაძემ  და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნუგზარ ღომიძემ  ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამართულ საჯარო ლექციებში  მონაწილეები სერთიფიკატებით დააჯილდოვეს. დაჯილდოვდნენ აკადემიური პირებიც, რომლებმაც საჯარო ლექციების ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს:   იზოლდა ჯაბნიძე, ლალი კალანდაძე, ნუგზარ ღომიძე, დალი მახარაძე,  ზებურ ავალიანი, ანზორ ბერიძე, მაია ძაძამია, თენგიზ ხინიკაძე, მიხეილ დონაძე, ციცინო სარაჯიშვილი და ზაზა დავითაძე.

 საჯარო ლექციები ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ორგანიზებით  12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით  მიმდინარეობდა და ფიზიკის, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების აქტუალურ და პრობლემურ საკითხებს შეეხებოდა. ლექციებში,  სტუდენტებთან ერთად, ბათუმისა და ქედის რაიონის სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა