ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პაატა მახარაძე მკლავჭიდში თასის მფლობელი გახდა

სურათი

მიმდინარე წლის 4-5 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სპორტულ შეჯიბრებებში, რომელიც  მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში გაიმართა, მონაწილეობას იღებდა ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი პაატა მახარაძე. ღონისძიების ორგანიზატორი იყო აჭარის რეგიონალური მასობრივი სპორტის ფედერაცია. მკლავჭიდში წარმატებული ასპარეზობისათვის პაატა დაჯილდოვდა სიგელით და თასით. ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ულოცავს ახალგაზრდა მათემატიკოს სპორცმენს წარმატებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სასახელოდ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა