ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

მემორანდუმი კერძო სკოლა „თაობასთან“

სურათი

20 აპრილს, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა  მემორანდუმი გააფორმა ბათუმის კერძო  სკოლა „თაობა“-სთან. მემორანდუმი მიზნად ისახავს მეცნიერების პოპულარიზაციას, სასწავლო და პედაგოგიური საქმიანობისა და მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისათვის ხელშეწყობას. მემორანდუმი საჯარო ლექციების ციკლში აქტიური მონაწილეობის გათვალისწინებით გაფორმდა. ფაკულტეტმა სკოლას საჩუქრად გადასცა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში შერჩეული სასკოლო სადემონსტრაციო დანიშნულების 14 დასახელების ხელსაწყო, ხოლო სკოლის დირექტორს უნივერსიტეტის რექტორის მ/შ-ს სახელით გადაეცა უნივერსიტეტის სასაჩუქრე პაკეტი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა