ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტებთან

სურათი

19 აპრილს, ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა. სტუდენტებს კიდევ ერთხელ გააცნეს საჭირო ვებ-გვერდების მისამართები, ინფორმაცია გაცვლითი, სოციალური და სხვა პროგრამების მოძიების შესახებ. აგრეთვე პასუხი გაეცა სტუდენთა გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილ საკითხებს, აღინიშნა მათი მოგვარებისა და გამოსწორების გზების შესახებ. აგრეთვე, ფაკულტეტის წარჩინებულ სტუდენტებს ანა სლიუსარევას და ზურაბ მესხიძეს მოულოცეს სოკარის სტიპენდიის მოპოვება. ფაკულტეტის ადმინისტრაციამ  სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებს, რაც  სასწავლო-სამეცნიერო და კულტურულ-შემოქმედებითი ხასიათის ღონისძიებებში აქტიურ ჩართვაში გამოიხატება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა