ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სტუდენტების უნიკალური და ტექნოლოგიური სიახლით გამორჩეული პროექტების გამოფენა

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ განხორციელებული პროექტების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნიკალური და ტექნოლოგიური სიახლით გამორჩეული პროექტების სადემონსტრაციო მოდელ-მაკეტები: ულტრაბგერითი მეგზური უსინათლოთათვის, რომელიც მათ შენობასა და შენობის გარეთ გადაადგილებაში ეხმარება და ხელსაწყო აგრარული გაზომვებისთვის, რომლის საშუალებითაც მიწისა და ჰაერის ტენიანობის, ტემპერატურის და მიწის მოსავლიანობას გაზომვა ხდება.
 
აგრეთვე, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სტუდენტების მიერ შესრულებული WEB, სასწავლო და საფინანსო პროექტები: საინფორმაციო, სამაკლერო სააგენტოს, სასაწყობო მეურნეობების მონაცემთა ბაზები, საგანმანათლებლო, სამშენებლო კომპანიების, სასტუმროების, რესტორნებისა და სავაჭრო დაწესებულებების სავიზიტო ვებგვერდები, ტესტირების, დაგეგმარებისა და მოდელირების სისტემები, ადმინისტრირებადი მონაცემთა ბაზები და სამგანზომილებიანი ფლეშ გალერეები.
 
წარმოდგენილი ნამუშევრები რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა დაათვალიერეს.
 
იხილეთ პროექტების პრეზენტაცია:

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა