ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფაკულტეტს ფიზიკა-მათემატიკის ცენტრის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ფიზიკა-მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტს ბათუმის #6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ფიზიკა-მათემატიკის ცენტრის სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. ფაკულტეტის დეკანმა გულადი ფარტენაძემ მოსწავლეებს  ფაკულტეტის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სტუდენტური ცხოვრება წარუდგინა. ფიზიკის დეპარტამენტის აკადემიურმა პერსონალმა: ლალი კალანდაძემ, იზოლდა ჯაბნიძემ და ნუგზარ ღომიძემ მოზარდებს ლაბორატორიებში ცდები ჩაუტარეს. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ დონაძემ და გიორგი იმნაიშვილმა რობოტოტექნიკის ლაბორატორიაში აჩვენეს კომპიუტერულად მართვადი დრონი მოქმედებაში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა