
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ ფარგლებში X საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში სამი სექციის მიმართულებით 65-მდე ქართველი, ებრაელი, უკრაინელი და სომეხი მკვლევარი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს ქალაქის ისტორიის, თანამედროვეობის, არქეოლოგიის, განათლების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების საკითხებზე. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება.
უკან |