
ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ინჟინერ-ტექნოლოგის ჟანი მიქაშავიძის გარდაცვალების გამო. ჟანი მიქაშავიძე წლების განმავლობაში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტში მუშაობდა, იყო მეცნიერ-თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი, ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი. იგი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საკითხების შემუშავებასა და განხორციელებაში. მისი სამეცნიერო ინტერსების სფერო მოიცავდა ეკოლოგიურ ტურიზმს, ბუნებრივ-რეკრეაციულ და ისტორიულ-კულტურულ რესურსებს, ტურიზმის განვითარების პრობლემებს საქართველოში. ბატონ ჟანის გამოქვეყნებული ჰქონდა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია.
უკან |