
11-13 ივნისს, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რუსლან ბარამიძე ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) გამართულ აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების მეშვიდე ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილეობდა. მკვლევარმა სექციაში „ისტორიის საჯარო გამოყენება: წარსული და აწმყო“ დოქტ. მაია ბოლქვაძესთან თანაავტორობით წარადგინა მოხსენება თემაზე: „ნეგატიური ენა და საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გამოყენებული მისი მაგალითები საქართველოში“. მოხსენება მომზადებული იყო საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „რა იგებს არჩევნებს“ (No FR-18-8649) - ფარგლებში.
უკან |