
ცნობილი ეთნოლოგის, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, მკვლევარ იზოლდა სამსონიას მემორიალური დაფა გაიხსნა. ღვაწლმოსილი მეცნიერი წლების განმავლობაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. მკვლევარი წარმატებით იკვლევდა აჭარის მატერიალური კულტურის, ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართველი მოსახლეობის ყოფისა და კულტურის საკითხებს, რასაც 60-ზე მეტი ნაშრომი მიეძღვნა. იზოლდა სამსონიას წვლილი თვალსაჩინოა ქართული ტანსაცმლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლის საქმეში, რომელიც გამდიდრებულია აჭარული ქალისა და მამაკაცის სამოსის ზოგადქართული და ლოკალური თავისებურებებით. აჭარული ტანსაცმელი და ჩაცმულობა მონოგრაფიულად პირველად იზოლდა სამსონიამ შეისწავლა.
უკან |