ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ქართული კულტურის საზოგადოების გახსნა სამსუნში

სურათი

მიმდინარე წლის 15-18 თებერვალს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ოფიციალურმა პირებმა ქალაქ სამსუნში ქართული კულტურის საზოგადოების გახსნის ღონისძიებაში მიიღეს  მონაწილეობა. ასევე, შეხვედრები გაიმართა რეგიონის გუბერნიის წარმომადგენლებთან, ქართველებით დასახლებული ქალაქების (უნიე, ფაცა, ჩარშამბა, ორდუ) მაცხოვრებლებთან, ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო ქართულ-თურქული კულტურული ურთიერთობების, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, ქართული წერა -კითხვის შესწავლის აუცილებლობის, მუჰაჯირ ქართველთა შთამომავლების ყოფა-კულტურისა და იდენტობის საკითხების სიღრმისეულად შესწავლის მიზანშეწონილობასა და მზაობას.

ქართული ასოციაციის წარმომადგენლებს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ გამოცემული სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის ლიტერატურა გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა