ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საჯარო ლექცია თემაზე „დემეტრე თავდადებულის გმირობა“

სურათი

რელიგიის მუზეუმში ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა ტარიელ ებრალიძემ, წმ. დემეტრე თავდადებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „დემეტრე თავდადებულის გმირობა“. ლექციას ესწრებოდნენ სამედიცინო აკადემიის - ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები და ორგანიზაცია: ვეტერან ქალთა კავშირის - „ღიმილის ქალბატონების“ წევრები.

ლექციის ფარგლებში მსმენელები გაეცნენ დემეტრე II-ის მეფობისდროინდელ საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობას. შეხვედრისას ძირითადი აქცენტები გაკეთდა დემეტრე მეფის პირადი ცხოვრების, ღვაწლისა და იმ თავდადების შესახებ, რომლისთვისაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ დემეტრე II წმინდანად იქნა შერაცხული. მომხსენებელმა ასევე ყურადღება გაამახვილა დემეტრე მეფის გმირობის ამსახველ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებსა თუ მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის ფილმებზე და, აგრეთვე, ილია ჭავჭავაძის პოემაზე - "მეფე დიმიტრი თავდადებული".

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა