
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2025 წლის 4-5 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ჟურნალ „შავი ზღვის“ სარედაქციო საბჭოს ორგანიზებით, გაიხსნა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი სოციალურ მეცნიერებებში. იგი მიზნად ისახავდა სხვადასხვა დარგში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების წარმოჩენას და მათ ირგვლივ სამეცნიერო დისკუსიის გაშლას.
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, საქართველოს, ყაზახეთის, გერმანიის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის და ერაყის წარმომადგენლებმა.
სიმპოზიუმზე წარმოდგენილი მოხსენებები ეხებოდა ლიტერატურის, ენათმეცნიერების, ისტორიის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ეკონომიკის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, საერთაშორისო ურთიერთობების, ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, სამართლის და სხვა ჰუმანიტარულ თუ სოციალურ მეცნიერებათა აქტუალურ საკითხებს. წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება კრებულის სახით.
უკან |