
16-17 მაისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის, კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტისა და ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,ჩვენი სულიერების ბალავარი˝ XIV.
კონფერენციის ძირითადი მიზანი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და, ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებისა და უახლესი კვლევების წარმოჩენა იყო.
კონფერენცია შერეული ფორმატით ჩატარდა და მასში 80-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა.
უკან |