ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო და მხატვრულ–პუბლიცისტური წერილების კრებული „გამონათლევი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ინიციატივით  სამეცნიერო და მხატვრულ–პუბლიცისტური წერილების კრებული „გამონათლევი“ (ტ. I) გამოვიდა. ნაშრომი ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილებაში მომზადდა და ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადებიდან 80–ისა და აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 135 წლისთავს. კრებული შედგება შემდეგი 7 კარისაგან: „მზიანი ღამე“, „დედა ქართლისა თამარი“, „აჭარის მთებს უფლის მადლი ათოვს“, „ექვთიმე ღვთისკაცი“, „უცხოეთის ცის ქვეშ“, „მშობელ მიწაში გვიდგას ფესვები“, „ზეციური საქართველოდან გვლოცავენ“. „გამონათლევს“ ასევე თან ერთვის 4 ქვეთავი: „ხალხური პოეზიის მარგალიტები“, „ცხელი ცრემლით დანაცრული მუჰაჯირთა სატკივარი“, „პროფესორ ალექსანდრე ჩავლეიშვილის სემინარიდან“, „მსხმოიარე წელიწადი“ – ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 2013 წლის ქრონიკები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა