აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

განცხადება

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი ასლან დევაძე. ღვაწლმოსილმა მკვლევარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარაში ეკონომიკური თეორიის, რეგიონული და დარგობრივი კვლევების მიმართულებით. ასლან დევაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დაკავშირებული იყო როგორც ზოგად თეორიული, ისე პრაქტიკული გამოყენებითი ღირებულებების მქონე პროექტებისა და პროგრამების შემუშავება-განხორციელებასთან. მკვლევარს გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა აქვს მიღებული როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ფორუმებში. ავტორია 30-მდე რეცენზიის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების მიერ წარმოადგენილ ყოველწლიურ ანგარიშებზე.

 ასლან დევაძის მიერ განხორციელებული სამუშაოები მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა:

  • აგრობიზნესის განვითარების ეკონომიკური კვლევები: -აგრო და გადამუშავების ტექნოლოგიების  შემუშავება-დანერგვის  სფეროში  სამეცნიერო-კვლევითი  თემატური გეგმების ეკონომიკური ეფექტურობის დასაბუთება; - სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესის მართვა; - სასოფლო-სამეურნეო დარგთა შეთანაწყობის ოპტიმიზაცია და რესურსების გამოყენების რაციონალიზაცია; -მარკეტინგული კვლევები.
  • განათლების, მეცნიერების, ბიზნესის ინტეგრაცია.
  • მეორადი რესურსების აღრიცხვის, მათი გამოყენების ტექნოლოგიური და ტექნიკური უზრუნველყოფა.
  • ტექნოლოგიების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათი გამოყენება ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში ცალკეული საწარმოების, საამქროების, უბნების შექმნის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებაში.
  • აგრობიზნესის განვითარების რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა