აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

მკვლევარებმა სამეცნიერო პროექტზე მუშაობა დაასრულეს

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლიგიების ინსიტიტუტის მკვლევარებმა მუშაობა დაასრულეს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო პროექტზე „საქართველოში წარმოებული თაფლისა და ღვინის ქიმიური შედგენილობის შესწავლა მწს ქრომატოგრაფირებით, ადგილმდებარეობის და სახეობრივი პასპორტიზაციის წესების დასადგენად“. პროექტის მიზანი იყო საქართველოში მოყვანილი ავტოქთონური და სამეურნეო დანიშნულების პერსპექტული ჯიშის ყურძნის, მისგან დამზადებული ღვინის და მოწეული თაფლის კლასიკური ფიზიკო-ქიმიური და ორგანოლეპტიკური, OIV-International Methods of Analysis of Wines and Musts რეკომენდირებული მეთოდებით (მათ შორის მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფირების მეთოდის გამოყენებით) ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შესწავლით პროდუქციის პასპორტიზაციის  თეორიული და პრაქტიკული  საფუძველის შექმნა.

კველვა ასევე ითვალისწინებდა  ადგილმდებარეობის მიხედვით სხვადასხვა ჯიშის ყურძნის (ღვინის) შერევისას ქიმიური შედგენილობის ცვლილებაზე გავლენის შესწავლას, თაფლის ქიმიურ შედგენილობაზე მცენარეული წარმომავლობის ფაქტორის დადგენა (HARMONISED METHODS OF THE INTERNATIONAL  HONEY COMMISSION რეკომენდირებული მეთოდებით), ნატურალური პროდუქტების სერტიფიცირება-პასპორტიზაციისათვის ახალი სტანდარტების პროექტების შემუშავებას, ყურძენში, ღვინოსა და თაფლში შესწავლილი ბილოგიურად აქტიური ნაერთების  (ქრომატოგრაფირების მეთოდები) ნატურალობის და აუტენტობის მარკერებად გამოყენებას.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა