ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილების მკვლევრები მანდარინის უნშიუს სახეობის ნაყოფის შენახვის უნარიანის ამაღლების მიზნით ექსპერიმენტს ატარებენ. ცდები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსოვანთა საკოლექციო ნაკვეთის ბაზაზე ხორციელდება. ექსპერიმენტი ითვალისწინებს საქართველოს საინჟინრო აკადემიის მიერ შემუშავებული სუფრის მარილის წყალხსნარის სინთეზით წარმოებული პრეპარატით მანდარინის ნაყოფის მოკრეფის წინა და მოკრეფის შემდგომი დამუშავებას, რაც მიზნად ისახავს ჩვეულებრივ პირობებში შენახვის უნარიანობის ამაღლებას, პათოგენური მიკროორგანიზმების მავნეობის და დანაკარგების შეცირებას.
უკან |