პროექტის „უნივერსიტეტი - სკოლას“ ეგიდით, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროექტის ,,ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლების გაწმენდა სორბციული მეთოდით“ ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება - ნარევების დაყოფის მეთოდების დემონსტრირება. ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა ნარგიზ მეგრელიძემ და მეცნიერ თანამშრომელმა რუსლან დავითაძემ საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ნარევების დაყოფის მეთოდები, რომელიც ეფუძნება ნარევების დაყოფას ნივთიერებათა ფიზიკურ თვისებების შორის განსხვავებულობას (განსხვავებულ ხსნადობას, სიმკვრივეს, ფერს, შთანთქმის უნარიანობას, გავრცელების სიჩქარეს და ა.შ.). პროექტის მიზნად ისახავს ნარევების დაყოფის მეთოდების გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირებას ბუნებაში მიმდინარე სორბციული პროცესების შესახებ, ბუნებრივ მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენასა და საბოლოოდ სამყაროს ერთიანობის აღქმის ფორმირებას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორი თამარ სირაძე, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ნინო მხეიძე, მკვლევრები, პროექტში ჩართული №8, №3, №10 საჯარო სკოლების 8-11 კლასის მოსწავლეები და პედაგოგები.
პროექტის ,,ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლების გაწმენდა სორბციული მეთოდით“ ფარგლებში დაგეგმილია ორი შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე დაგეგმილია ნარევების დაყოფის დემონსტრირება ნივთიერებათა ქიმიურ თვისებებზე დაყრდნობით, ხოლო მეორე შეხვედრაზე დემონსტრირებული იქნება ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული წყლის გაწმენდა სორბციული მეთოდით. ამ აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეები შეძლებენ, დაინახონ ნივთიერებათა ნარევების დასაყოფად რა დიდი მნიშვნელობა აქვს ნარევების დაყოფის მეთოდების სწორად შერჩევას და ადექვატურად გამოყენებას.
უკან |