აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

„უნივერსიტეტი-სკოლას’’ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების კვლევით პროექტებს გაეცნენ

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი პროექტის ,,უნივერსიტეტი-სკოლას’’ ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე სკოლის მოსწავლეებს აცნობენ ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების სამეცნიერო მიმართულების  კვლევით პროექტებს. მორიგ შეხვედრაზე  ინსტიტუტის მკვლევრებმა ბათუმის N 8, N3, N10 საჯარო სკოლის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს თხევადი ნარევების დაყოფის ერთერთი მოწინავე მეთოდი - მემბრანული ფილტრაციის ტექნოლოგიები  წარუდგინეს.

შეხვედრაზე მოსწავლეები ასევე გაეცნენ პოლიმერული მემბრანების სინთეზსა და მათი გამოყენების წესებს, რომლის წარდგენის შემდეგ ეწვივნენ მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების მემბრანული სინთეზის ლაბორატორიას, სადაც  პოლიმერული მასალებისგან ხორციელდება მიკრო და ულტრაფილტრაციული მემბრანების სინთეზი, მოდიფიცირება და   მიღებული მემბრანის ფორების ზომების  განსაზღვრა ფორომეტრზე. მოსწავლეებს ასევე აჩვენეს მემბრანის ფორმირების პროცესი ფაზური ინვერსიის გზით პოლისულფონის კოლოიდური ხსნარიდან მემბრანის ფირის დაფენის, მემბრანის ფირის წყლიან აბაზანაში ჩაძირვის  შემდეგ. 

მოსწავლეებმა მემბრანული ტექნოლოგიის ლაბორატორიებში გაეცნენ სხვადასხვა მემბრანულ აპარატს (ბრტყელფირფიტოვანი, მილისებური, ბოჭკოვანი და ელექტროდიალიზური), დაათვალიერეს ქიმიური ანალიზის  და მიკრობიოლოგიური  ლაბორატორიები, აიღეს საანალიზო წყლის სინჯი,  რომელიც დაითესა სპეციალურ საკვებ არეში მიკრობიოლოგიური სისუფთავის დასადგენად.

მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების ელექტროდიალიზის ლაბორატორიაში მოსწავლეები გაეცნენ ელექტრომემბრანულ აპარატს, რომელიც გამოიყენება  ელექტროლიტების დასაყოფად. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა