ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მემბრანული ტექნოლოგიების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა რაულ გოცირიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის #1 საჯარო სკოლაში ჩაატარა ლექცია-დისკუსია თემაზე: ,,წყალი-სიცოცხლის ფორმირების წყარო“. მომხსენებელმა ისაუბრა წყლის არაორდინალურ და ანომალიურ თვისებებზე: მის მაღალი სითბოტევადობის, სიმკვრივის თავისებურებებზე, შემადგენლობაზე, ზედაპირულ დაჭიმულობასა და სიბლანტეზე, წყლისგან გამოწვეულ დაავადებებსა და წყლის რესურსების დაცვისა და მოფრთხილების აუცილებლობაზე.
ღონისძიება ჩატარდა პროექტ ,,უნივერსიტეტი-სკოლას’’ ფარგლებში და მიეძღვნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს.
უკან |