აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

სურათი

ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებმა პროექტის „უნივერსიტეტი-სკოლას“ ფარგლებში შეხვედრები გამართეს მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის პირველ, ბათუმის №18 და შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან.

მკვლევრებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ინსტიტუტის ლაბორატორიები და გააცნეს მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილებაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობა: პოლიმერული მემბრანების სინთეზისა და მათი გამოყენების წესები, ასევე ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდის თანამედროვე მეთოდები.

მეცნიერ თანამშრომელმა ჯეირან ფუტკარაძემ მოსწავლეებს წარუდგინა მემბრანული სინთეზის ლაბორატორია, სადაც ხორციელდება პოლიმერული მასალებისგან მიკრო და ულტრაფილტრაციული მემბრანების სინთეზი, მოდიფიცირება და ფორების ზომის განსაზღვრა ფორომეტრის საშუალებით.

უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, რუსლან დავითაძემ, ახალგაზრდებს გააცნო დაბინძურებული წყლების სორბციული გაწმენდის მაღალეფექტიანი მეთოდები, ბუნებრივი და ხელოვნური ნარჩენი მასალების გამოყენების შესაძლებლობები და ქიმიური ნაერთების დაყოფის ტრადიციული თუ თანამედროვე მიდგომები.

სკოლებში სტუმრობისას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, თანამშრომლობის უნარებისა და საგნისადმი ინტერესის გაძლიერების მიზნით, სტუდენტების ჩართულობით ჩატარდა შემეცნებითი და სახალისო ექსპერიმენტები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა