აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სამეცნიერო თანამშრომლობა სკოლებსა და ინსტიტუტს შორის: „ქიმიის როლი ყოველდღიურობასა და გარემოს კვლევებში“

სურათი

21 მაისს, აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომლებმა - ნარგიზ მეგრელიძემ და ნინო კიკნაძემ პროექტ „უნივერსიტეტი-სკოლას“ ფარგლებში უმასპინძლეს ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის და სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებსა და საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს.

მეცნიერებმა წაიკითხეს ლექცია  თემაზე: „ქიმიის როლი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის დანერგვაში“. პრაქტიკულად განხორციელდა აქტივობა „როგორ ვიყენებთ ქიმიაში მიღებულ ცოდნას ყოფა-ცხოვრებასა და გარემოს დაბინძურების კვლევებში“.

ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა - მარიამ გოგიტიძემ, მარი ართმელაძემ, ლელა სურმანიძემ მოსწავლეებს გააცნეს ქიმიურ ლაბორატორიაში მუშაობის უსაფრთხოების წესები, საკვლევად წყლის ნიმუშების აღებისა და ანალიზისთვის მომზადების სხვადასხვა მეთოდები.

მოსწავლეებმა გაზომეს წყლის რამდენიმე პარამეტრი პორტატული ხელსაწყოებით და აქტიურად მონაწილეობდნენ მარტივი ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში, რაც აუცილებელია გარემოს დაბინძურების ხარისხის განსაზღვრასა და შეფასებაში.

წყლის დაბინძურების შეფასების მიზნით, pH-ის გაზომვა განხორციელდა, როგორც კლასიკური ინდიკატორული მეთოდით, ასევე თანამედროვე აპარატურის — pH-მეტრისა და მულტიმეტრის — გამოყენებით, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს გაეცნონ სხვადასხვა მეთოდის შესაბამისობასა და ეფექტურობას.

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა აქტივობაში. მათ წითელი კომბოსტოსგან დამზადებული ბუნებრივი ინდიკატორის გამოყენებით გამოიკვლიეს სოდის წყალხსნარის, ვაშლის ძმრისა და სარეცხი ფხვნილის არეები  მჟავურ-ტუტე-ნეიტრალური თვისებები სხვადასხვა გარემოში.

აღნიშნული აქტივობა გრძელდება და მიზნად ისახავს ინსტიტუტის მხრიდან სამომავლოდ პროექტის - „მეცნიერულ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება“ — შეთავაზებას სკოლებისთვის.

აქტივობას ესწრებოდნენ: ინსტიტუტის დირექტორი, ნინო მხეიძე და განყოფილების ხელმძღვანელი, რაულ გოცირიძე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა